საძიებელი
ინფორმატიკა და
ეს საინტერესოა
|
სმენითი ეფექტები და მათი ექსპრესია ანა კალანდაძის შემოქმედენბში
ანა კალანდაძე იმ იშვიათ შემოქმედთაგანია, რომელმაც ჩვენს საუკუნეში, ამ უილუზიო საუკუნის ღვიძლ შვილებს, ასეთი განცდის უნარი შეგვინარჩუნა (1,10), - წერს გურამ ასათიანი. ანა კალანდაძის ლექსები გამოირჩევა სისადავით, სიფაქიზით, მაღალმხატვრულობითა და ექსპრესიულობით. პოეტი მრავალ მხატვრულ ხერხს იყენებს, რათა უკეთ მიიტანოს სათქმელი მკითხველამდე. ალბათ ამიტომაა, რომ დიდი და პატარა ერთნაირი ინტერესითა და სიყვარულით კითხულობს მის ლექსებს. ჩვენი თემის მიზანი სწორედ იმის გარკვევაა, რა გამომსახველობითი საშუალებებით ახერხებს ანა კალანდაძე ექსპრესიის გაძლიერებასა და მკითხველის ყურადღების მიპყრობას. ანა კალანდაძის ენა და სტილი გამორჩეულია. არ შეიძლება, იგი სხვა მწერლებში აგვერიოს. ამას განაპირობებს არქაიზმების ხშირი ხმარება. ანა კალანდაძის ყველა ლექსში თითქოს ძველი ქართული სუნთქვა იგრძნობა. ხშირად ვხვდებით ნართანიანი მრავლობითის ფორმებს, სიტყვების ძველი ქართულისათვის დამახასითებელ წყობას მაგალითად: ბაღში ვარდნი ჰყვაოდნენ (ა.კ., 45,6.) მწყემსას ჰკითხა? რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე (ა.კ., 45,15). ანა კალანდაძე ასევე ხშირად იყენებს მსაზღვრელ-საზღვრულის ინვერსიულ წყობასაც, მაგ.:,, და მე ვიგონებ ჩახლარტულ ღობეს, სერებს თოვლიანს, ,,გული თელილი ბედის ფლოქვებით და ა.შ. ანა კალანდაძის შემოქმედებაში არქაიზმებისა და არქაული კონსტრუქციების დაძებნას დიდი დრო არ სჭირდება, ამისათვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ანა კალანდაძის სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. გარდა ზემოთქმულისა, ანა კალანდაძე ხშირად იყენებს ტროპის სახეებს: შედარებას, მეტაფორას, გაპიროვნებას და ა.შ. შედარების მშვენიერი მაგალითებია ფრაზები: ,,იდგა თბილისი, როგორც ერეკლე. და იმერეთის გზა, ო, იმერეთის გზა ლარივით სწორი არაგვივით უხვევს (ა.კ., 128,11). მწყობრად მიდიან მხედები სახეგაშლილნი, მზე ვით (ა.კ., 54,4). ავტორს სურს დაგვანხოს, რომ მხედერი მწყობრად და ხალისიანიდ მოდიან და ამას ახერხებს შედარებით. ექსპრესიულია შემდეგი მეტაფორები: ,,მზის ღიმილი აღაჩინა ცამან. ,,იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა. ,,ყაყაჩო ჩანს ცის და მიწის სიცილში (ა.კ., 52,9). ხშირად ერთ პატარა ფრაზაში რამდენიმე ხერხია გამოყენებული და სწორედ ეს ქმნის განუმეორებელ ეფექტს. ,,გულსა შენსა და გონებას შენსა უამურ ფიქრთა ხავსი ედება... გმლისფერ ღრუბლების გმინვა მოისმა და ქარიშხალმაც მოითქვა სული (ა.კ., 25,6). თავისთავად ექსპრესიულია ,,მგლისფერი ღრუბლები, ემოციას აძლიერებს ის, რომ ღრუბლები გმინავენ. ფრაზის ექსპრესია კი უფრო ძლიერდება გაპიროვნებით: ქარიშხალმაც მოითქვა სული. ეფექტურია შემდეგი მაგალითებიც: თმააწეწილი მოლი ხარხარებს (ა.კ., 24,7). ,,ტყემ პირსაბური ჩამოიცილა, გზას მიჰყვებიან ჩუმად არყები. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ანა კალანდაძე თავადაც ქმნის ახალ სიტყვებს - ნეოლოგიზმებს. მაგალითად: ყელმოხატული, გვერდშეჯარული, აქლემ-სპილო, ცუდდანაშვერი, მზეასხმული და ა.შ. და პეპელანი - სამოსმიდარნი ( ა.კ., 33,8). სამოსმიდარი - ამ სიტყვაში პოემა ჩატია პეპლების მთელი მრავალფეროვნება და მათი ფრთების სილამაზე. ეს სიმღერაა სასალამო, მარტისპირული (ა.კ., 44,7). ორი ნეოლოგიზმია ერთ ფრაზაში - ,,სასალამო და ,,მარტისპირული და ორივე მათგანი აზრის ნათლად და ექსპრესიულად გადმოცემისთვის დასჭირდა პოეტს. ბრწყინავს, ციმციმებს, ზარ-ზეიმობს მისი კარავი (ა.,კ.,252,2). ზარ-ზეიმი კომპოზიტია. მისგან პოეტმა აწარმოა ზმნა, რომელიც მეტად ზუსტად და ემოციურად გადმოგვცემს სათქმელს. საინტერესოა შემდეგი მაგალითებიც: ნაზსათუთად ნატიფები (ა.კ.,120,5). სხივშარავანდი მათი უსწორო (ა.კ.,182,16). ანა კალანდაძის პოეზიაში უხვადაა ასეთი არაჩვეულებრივი ნეოლოგიზმები, მაგრამ ამჯერად ჩვენ ამ საკითხზე არ შევჩერდებით. ანა კალანდაძე განსაკუთრებით ხშირად მიმართავს გამეორებას. გამეორება მხატვრული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ხერხია. მას ხშირად ვხვდებით არა მარტო სიტყვაკაზმულ ხელოვნებაში, არამედ ჩვეულებრივ სასაუბრო ენაშიც (2,36). გამეორებას ხშირად მიმართავენ მწერლები, პოეზიასა თუ პროზაში. გამეორება ხელს უწყობს რიტმის გაძლიერებას და აზრის გათვალსაჩინოებას. გამეორება გვხვდება ერთი წინადადების ფარგლებში, ერთ აბზაცში ან ტექსტის ვრცელ მონაკვეთში. შეიძლება მეორდებოდეს სიტყვა, სიტყვათა შენაერთი, წინადადება, ბგერები, მოტივები და სხვა (3,36).
1) ფრაზის გამეორება :
პოეზიაში ზშირად ერთი სიტყვა კი არა, მთელი ფრაზა ან სიტყვათშეხამება მეორდე ხოლმე. ამ შემთხვევაში პოეტს სურს რაღაცაზე გაამახვილოს მკითხველის ყურადღება. გეზი აიღო კახეთისაკენ კვლავაც... დაიხსნას შვიდი სოფელი, შვიდი სოფელი კვლავაც გამოიხსნას (ა.კ.,319,9). - საუბარია აღმაშენებელზე. ავტორი აქცენტს აკეთებს სოფლების გამოხსნაზე, იმაზე, რომ სოფელი შვიდი იყო, ამიტომ იმეორებს ფრაზას, მაგრამ აღსანისნავია, რომ სიტყვათა წყობის შენაცვლება უფრო აძლიერებს ეფექტს. ამ ხერხს ხშირად მიმართავს ანა კალანდაძე მაგალითად: მაყვალი მწიფეა, მწიფეა მაყვალი (ა.კ.,128,5). პოეტი იმეორებს ფრაზებს, და სურს, რომ უფრო კარგად გვაგრძნობინოს ის ,რომ მაყვალი მწიფეა. ეფექტურია შემდეგი მაგალითებიც. კვამლია, განა ნისლია? ქვემეხებიდან ისვრიან, ქვემეხებიდან ისვრიან (ა.კ., 54,10). პოეტი აქცენტს აკეთებს ქვემეხების სროლაზე, რათა ომი გვაგრძნობინოს. შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი, ძალიან ლურჯი, დაუსაბამო (ა.კ., 131,2). სწორედ გამეორება აძლიერებს ემოციას და უფრო შესაგრძნობს ხდის ცის სილურჯეს.
2) სიტყვის გამეორება
სიტყვის გამეორება გავრცელებულია როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში და თვით ადამიანის მეტყველებაშიც კი, მაგრამ პოეზიაში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აძლიერებს ლექსის რიტმს. მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდაკოდილი... (ა.კ.,46,10). პოეტი ძალიან მწუხარეა, დარდობს, რომ ცაც და მტკვარიც გულდაკოდილია, ამიტომ იგი იმეორებს სიტყვებს. ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე, ჩამოვფრინდები, იასამანო! (ა.კ.,131,6). ანა კალანდაძე აქცენტს აკეთებს ჩამოფრენაზე, თითქოს ეს სტრიქონები დაპირებაა, იასამანს პირდება ჩამოფრენას და ეს სწორედ სიტყვის გამეორებით ხდება ცხადი. ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი. ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის (ა.კ., 46,2). პირველი ფრაზები თითქოს ლოდინის უსასრულობას გვაგრძნობინებს. სტროფის მეორე ნაწილში შემოქმედი მიმართავს გამეორებას, რათა გარემოს სევდიანი განწყობა უფრო საგრძნობი გახადოს. პოეტი რამდენიმე სიტყვას იმეორებს და ამით აძლიერებს ექსპრესიას და ფრაზის მუსიკას. საინტერესოა შემდეგი მაგალითებიც: ლამის სახლში შემომეჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი (ა.კ., 21,2). დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი (ა.კ., 21,4). პოეტი იმეორებს სიტყვებს რათა ხის სილამაზე დაგვანახოს. ნაბიჯი, ნაბიჯს მიჰყვება (ა.კ., 54,2) სიტყვის გამეორებით მოძრაობის შეგრძნება ჩნდება. დაახლოებით მსგავს განცდას იწვევს შემდეგი ფრაზაც: ვაშა, ვაშამვე დაფარა (ა.კ., 54,3). ანუ ზედიზედ გაისმა ვაშა. მესმის ყიჟინა ფიცხელ ბრძოლისა, მესმის ქართული ლაშქრის გუგუნი (ა.კ., 55,2.). ლექსში პოეტი საქართველოს ახასიათებს. იქ მას ესმის ყიჟინა ბრძოლისა და ქართველთა ლაშქრის გუგუნი. გამეორება აძლიერებს ექსპრესიას, რიტმის შეგრძნებას და ქმნის მუსიკას.
3) ბგერის გამეორება
ლექსის ევფონიას (კეთილხმოვანებას) ყველაზე მეტად აძლიერებს ბგერების, მარცვლების გამეორება. ალიტერაციის მაგალითები უხვადაა ანა კალანდაძის შემოქმედებაში. მიწას სწყდებიან ვერხვებიც მაშინ და, გოლიათურ მხრების შერხევით, მზისკენ მოდიან ზღაპრული რაშით ჩემი ვერხვები. როგორც ვხედავთ, ავტორი ძალიან ბევრ ბგერას იმეორებს, რათა ექსპრესია გააძლიეროს. მეორდება ,,ს, ,,წ და ,,რ, ,,ხ ბგერები, რაც განსაკუთრებულ ხმოვანებას ანიჭებს ნათქვამს და ამახვილებს მკითხველის ყურადღებას. პოეტი ძალიან ბევრჯერ იმეორებს ,,ს ბგერას. ,,ს სისინა ბგერაა და თავისებურ მუსიკას ქმნის, მაგ.: მოვეახლები კვლავ სახლსა წმინდას, სახლს უსპეტაკესს, ამ ცისა ქვეშე... ჰა, შენეული იგი სასანთლე წმინდა ზეთისთვის მიჭირავს ხელში... აქ სასოებით ბრწყინავს ყოველი, სად უწმინდესნი რებულან ყოველნი, სად უწმინდესი სიხარულისთვის შენის სიტყვისას მოველ მაცნეს (ა.კ., 271,2). და მე ობლობას მივტირი ჩემსას, დუმილს სოფლისას, რომ მეზობლობას ტირის მიტარა (ა.კ., 30,9). თითქოს გიტარის ტირილი ბგერის გამეორებით გადმოგვცა ავტორმა. ამ ლექსსი ავტორი იმეორებს ბგერებს და სიტყვებს, რათა გამომსახველობა შემატოს ნათქვამს და მართლაც შესანიშნავად გამოსდის. აძლიერებს ლექსის მუსიკას და ხელს უწყობს აზრის გათვალსაჩინოებას. მხოლოდ, რომ ვთქვათ ეხმარება პოეტს სათქმელის მკითხველამდე მიტანაში, მაგალითად შემდეგ ლექსი მთლიანად გამეორებაზეა აგებული: გამეორება ანა კალანდაძის სტილისტური ხერხია. იგი ამ ხერხს ძალიან ხშირად იყენებს, იმეორებს სხვადასხვა ბგერებს და ბგერებთან ერთად მარცვლებს და სიტყვებს, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო აძლიერებს ექსპრესიას. ჩვენ გამოვყავით რამდენიმე შემთხვევა, როცა ავტორი ბგერის გამეორებით მიღწეულ სმენით ეფექტს აძლიერებს სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითად:
ა) ალიტერაცია + სიტყვის გამეორება
უნდა აღინიშნოს, რომ ანა კალანდაძის შემოქმედებაში ხშირად მთელი ლექსი გამეორების ეფექტზეა დამყარებული, მაგ.: ,,გულსა შენსა და გონებას შენსა უამურ ფიქრთა ხავსი ედება... არც ჭირი შენი სადმე გეგულვის აღარც მოყვარე გეიმედება... ამ უცხო ტყის ქვეშ ღირსებას შენსა ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის! ყალბია სული, ცრემლიც ყალბია, მოდიხარ... მადლს და ყვედრებას შორის (ა.კ., 318,2). ციტატის პირველ ნაწილში გამეორებულია ,,ს და ,,გ ბგერები, რასაც ერთვის ,,წ ბგერის გამეორებით გამოწვეული სმენითი ეფექტი, მაგრამ ფრაზის გამომსახველობა განსაკუთრებით ძლიერდება, როცა ავტორი სიტყვებსაც იმეორებს. ფრაზიდან დიდი ტკივილი და უიმედობა იგრძნობა.ნატქვამი ძალიან შთამბეჭდავიადა ექსპრესიულია, რაც გამეორების წყალობით მოახერხა პოეტმა. საინტერესოა შემდეგი მაგალითიც: წნელის სუსტი ღობე ღვინიანი ქვევრი.... ღვინიანი კოპე (ა.კ., 49,16). ავტორი სიტყვასაც იმეორებს და ს ბგერის ალიტერაციასაც მიმართავს, რათა ლექსის ექსპრესია გააძლიეროს. მას სურს, უფრო მკვეთრად წარმოაჩინოს ის, რომ ქვევრი და კოპე ღვინითაა სავსე. სიტყვისა და ბგერის გამეორების შესანიშნავი მაგალითებია ფრაზები: წაიღო, შხამი, სამსალა, მოხუცის წყალმა წაიღო (ა.კ., 271,8). საკმარისია, წმინდათა წმინდა ავანთოთ ცეცხლი, საკმარისია მსხვერპლშეწირად მე განვამზადო (ა.კ., 319,8). ავტორი ამ ფრაზებს დიდი ექსპრესიით ქარგავს. პოეტი ამ პატარა მონაკვეთში სამი ხერხის - შედარების, ალიტერაციისა და სიტყვის გამეორების შერწყმას ახერხებს.
ბ) ალიტერაცია + ხმაბაძვითი სიტყვა
შრიელებს წითელი ზედაზნის კალთებზე შრიალებს მუხა (ა.კ., 128,17). ამრიგად, ავტორი იმეორებს სიტყვებს და ბგერებს და პარალელურად იყენებს ხმაბაძვითვ სიტყვეს, რათა ლექსის ევფონია გააძლიეროს.
ვ) ალიტერაცია + მეტაფორა ან შედარება
უზარმაზარი მზე ბრიალებს პირამიდებთან, კოცონებივით ანათებენ პირამიდები (ა,კ., 258,2). ზარზმა, შენ ზარივით წრიალებს ზარივით (ა.კ.,130,4). ავტორი ამ მონაკვეთში ერთბაშად იყენებს ალიტერაციას, სიტყვის გამეორებას, ხმაბაძვით სიტყვას, ამით ლექსის გამომსახველობა ძლიერდება, რასაც მეტაფორა აგვირგვინებს. თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას სძინავს, უთვალავს (ა.კ., 28,2). ,,თ და ,,ს და ,,ძ ბგერები ერთმანეთს ენაცვლება და განსაკუთრებული მუსიკა იქმნება, რაც აძლიერებს ლექსის გამომომსახველობას. გარდა ამისა, ,,თ ბგერის გამეორება თითქოს სითეთრის შეგრძნებას აძლიერებს. სამეფო კარვის ჩრდილში, სამყაროსავით ძველმა, კვლავ შემახსენა თავი, გაისისინა მტერმა (ა.კ., 270,2). პოეტი ამ ფრაზებში ხმაბაძვით სიტყვას, მეტაფორას და ალიტერაციას იყენებს. იგი იმეორებს ს ბგერას, რასაც ემატება ხმაბაძვითი სიტყვა - გაისისინა. ფრაზის ექსპრესიული მახვილი კი მეტაფორაზ მოდის ფრაზაზე - გაისისინა მტერმა. ავტორი პირდაპირ არ ადარებს მტერს გველს, მაგრამ ხმაბაძვითი სიტყვის გამოყენებით კლითხველს ეს ასოციაცია ბუნებრივად უჩნდება.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ანა კალანდაძე ხშირად მიმართავს გამეორების ხერხს. მის შემოქმედებაში უხვად გვხვდება როგორც ფრაზის, ასევე სიტყვის და ბგერის გამეორები მაგალითები. გამეორებით ავტორი აძლიერებს რიტმს, რაც უფრო გამომსახველს ქმნის ნათქვამს. სიტყვის და ფრაზის გამეორებით შემოქმედი აქცენტს აკეთებს რაღაც მნიშვნელოვანზე, თითქოს ამ გამეორებით სურს, რომ გაამახვილოს მკითხველის ყურადღება. ალიტერაცია, ძირითადად, ლექსის კეთილხმოვანებას აძლიერებს. ბგერის, მარცვლის გამეორებით იქმნება განუმეორებელი მუსიკა. ლექსის ევფონიის გასაძლიერებლად პოეტი იყენებს ხმაბაძვით სიტყვებსაც. ხშირად ანა კალანდაძე გამეორების სხვადასხვა სახეებს ერთად მოუხმობს, რასაც დაურთავს სხვა გამომსახველობით საშუალებებს: მეტაფორას, შედარებას, გაპიროვნებას, ნეოლოგიზმებს და ყოველივე ამით ქმნის თვითმყოფად სტილს.
გამოყენებული ლიტერატურა 1. ასათიანი გ., წინასიტყვა წიგნისა - კალანდაძე ა., ლექსები, თბ. 1985 წ. 2. გაბეჩავა რ., ჭუმბურიძე ზ., ქართული ენა XI კლასი, თბ. 2003 წ. 3. კალანდაძე ა., ლექსები, თბ. 198 5წ.
ელენე უთმელიძე V2 კლასი
|
|