საძიებელი
ინფორმატიკა და
ეს საინტერესოა
|
დიდია მათემატიკის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. წარმოუდგენელია საზოგადოების განვითარება ანგარიშისა მათემატიკური მოქმედებების ცოდნის გარეშე. არითმეტიკა სწორედ ადამიანთა შრომით საქმიანობაში სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოთვლებისთვის აღმოცეენდა. იგი ძალიან ნელა და დიდხანს ვითარდებოდა. უხსოვარი დროიდან ადამიანს სჭირდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადსხვა საგანთა დათვლა, იყო დრო, როცა ადამიანმა მხოლოდ ორამდე იცოდა თვლა. თანდათანობით ადამიანმა ისწავლა თვლა სამამდე, ხუთამდე, ათამდე და ა. შ. არითმეტიკა შეისწავლის რიცხვთა უმარტივეს თვისებებს და მოქმედებებს მათზე. თავიდან არითმეტიკა მხოლოდ ნატურალურ რიცხვებს განიხილავდა. არითმეტიკის წარმოქმნა და განვითარება დაკავშირებულია ადამიანთა შრომით საქმიანობასა და საზოგადოების განვითარებასთან. ცნობილია, რომ ჩვენ ვითვლით ათობით: ათი ერთეული ქმნის ერთ ათეულს, ათი ათეული კი ერთ ასეულს და ა. შ. ათვლის ასეთ სისტემას ათობითი სისტემა ეწოდება.რიცხვი ათი ათვლის ათობითი სისტემის საფუძველს წარმოადგენს. მაგრამ, რატომ ვითვლით მაინცდამაინც ათობით? ადამიანი საზოგადოების განვითარების პირველ სფეხურებზე ითვლიდა ხელის ათი თითის საშუალებით. მაგრამ იყო ტომები აფრიკაში, რომლებიც თვლისას მხოლოდ 5 თითს იყენებდნ. მათ გამოუმუშავდათ ათვლის ხუთობითი სისტემა, სადაც საფუძველს ციფრი 5 წარმოადგენს. ხუთობითი სისტემის ნაშთები შემორჩენილია სკანდინავიურ ენებში. ათვლის სისტემებიდან უძველესია ორობითი სისტემა, რომლითაც სარგებლობდნენ ძველი ეგვიბტელები. არის შემორჩენილი ათვლის ოცობითი სისტემის ნაშთები, მაგალითად ქართულსა (ორმოცი, სამოცი, ...) და ფრანგულ ენებში. ძველ ბაბილონში სარგებლობდნენ 60-ობით სისტემით. ახლა თითქმის მთელი მსოფლიო სარგებლობს ათვლის ათობითი სისტემით. ათობით სისტემაში ყველა ნატურალური რიცხვის სახელი 999 მილიონამდე იწარმოება მხოლოდ 13 სიტყვის მეშვეობით: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ასი, ათასი, მილიონი. რაც არ უნდა დიდი იყოს რიცხვი, მისი ჩაწერა ხდება მხოლოდდ 10 ციფრის საშუალებით: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. თანამედროვე ციფრები მუშავდებოდა საუკუნეების მანძილზე. ციფრთა მოხაზულობა ვითარდებოდა დამწერლობის პარალელურად. რიცხვების დასამახსოვრებლად ადამიანები იყენებდნენ ჭრილებს ხეებზე, ან ნასკვებს თოკზე. შემდეგ ერთი გამოსახეს ერთი ხაზით, 2- ორი ხაზით და ა. შ. ასეთი ციფრების ნიმუშები შემორჩენილია რომაულ სისტემაში: I, II,III,... წარმოებისა და კულტურის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა აუცილებლობა დიდი რიცხვების ჩაწერისა, ხაზებით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ამიტომ შემოღებულ იქნა განსაკუთრებული ნიშნები ცალკეულ რიცხვთათვის. ყოველი რიცხვი გამოისახებოდა გარკვეული ნიშნით, ანუ იეროგლიფით. მაგალითად ასე გამოიყურება ჩინური იეროგლიფური ციფრები 4000 წლის წინათ გამოიყენებოდა ასეთი იეროგლიფები: იყო დრო, როცა რიცხვების ჩასაწერად იყენებდნენ ასოებს. ყველასთვის ცნობილია რომაული ციფრები: I V X L D M 1 5 10 50 500 1000 ციფრები, რომლითაც ვსარგებლობთ 1500 წლის წინათ წარმოიშვა ინდოეთში. მრავალი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა ინდური ციფრები, სანამ მათ თანამედროვე სახე მიიღეს. არაბებმა ინდოელებისაგან გადმოიღეს ციფრები და ათობითი სისტემა, ხოლო ევროპელებმა არაბებისგან. ამიტომაა რომ მათ არაბულს ვუწოდებთ ინდურის ნაცვლად. ეს ციფრები ჩვენთან XVII საუკუნიდან გამოიყენება, რომაული ციფრები კი განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. უძველესი დროიდან ადამიანი ქმნიდა სხვადასხვა საშუალებებსა და ხელსაწყოებს თვლის გასაადვილებლად. პირველ გამოთვლით მანქანას წარმოადგენდა ფეხისა და ხელის თითები. შემდეგ ვაჭრები გამოთვლებს აწამოებდნენ მარცვლეულის, ქვების ,ან ნიჟარების საშუალებით. მათ სპეციალურ დაფაზე ალაგებდნენ. ეს დაფა შემდეგ რომაელებმა და ბერძნებმა უფრო განავითარეს და გახადეს მთვლელი დაფა, თანამედროვე საანგარიშეს მსგავსად. ასე შეიქმნა პირველი სათვლელი მოწყობილობა საანგარიშო ანუ აბაკი. უძველეს გამომთვლელ ხელსაწყოს წარმოადგენს ჩინური საანგარიშო სუან პანი. რუსული საანგარიშე XVI საუკუნიდან გამოიყენება. შემდეგ შეიქმნა არითმომეტრი, მცირე გამომთვლელი მანქანები. ამჟამად მეცნიერებასა ტექნიკას საქმე აქვს ძალიან დიდ ციფრებთან და ურთულეს გამოთვლებთან. ამ შექმნილია თანამედროვე ელექტრონული მანქანები კომპიუტერები. XVIII საუკუნის დასაწყისში პეტრე I-ის ბრძანებით გაიხსნა მათემატიკური სკოლა, რომელსაც უნდა მოემზადებინა კადრები ფლოტისთვის. ერთადერთი მასწავლებელი ამ სკოლის იყო მაგნიცკი. 1703 წელს მან შეადგინა სახელმძღვანელო, რომელიც იმ დროისთვის მათემატიკურ ენციკლოპედიას წარმოადგენდა. XVI საუკუნის ბოლოს ფრანგმა მათემატიკოსმა ვიეტმა შემოიღო ასოებით აღნიშვნა, არა მარტო უცნობი სიდიდეების, არამედ რიცხვებისაც. ეს იყო ნაბიჯი გადასვლისა სიმბოლურ ალგებრაზე. ალგებრული სიმბოლიკის შემოტანა დასრულდა XVII საუკუნეში. შემდგომი საუკუნის პირველ ნახევარში დადგინდა ნიშნეების საერთაშორისო სისტემა ალგებრაში. პრაქტიკულ არითმეტიკას თანდათან გამოეყო თეორიული არითმეტიკა, რომელიც არა მარტო წესებისაგან შედგებოდა , არამედ წესების ლოგიკურ დასაბუთებას, დამტკიცებასაც შეიცავდა. არითმეტიკის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პითაგორას, ევკლიდეს, ერასტოფენის,არქიმედეს და სხვა ძველი ბერძენი მათემატიკოსების შრომებს. ასევე დიდი წვლილი შეიტანეს არითმეტიკის განვითარებაში ისლამის ქვეყნის წარმომადგენლებმაც: ალ ხორეზმიმ, ომარ ხაიამმა და სხვაებმა. 1202 წელს გამოჩნდა იტალიელი მათემატიკოსის ლეონარდო პიზანსკის (ფიბონაჩი) ხაბაკას წიგნი. XVI საუკუნიდან მათემატიკური შემოქმედების პირველ ადგილზე უკვე ევროპელი მეცნიერები გამოდიან. დიდია არითმეტიკის როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. არითმეტიკა საჭიროა მეცნიერების ყველა დარგში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ტექნიკაში. თეორიული არითმეტიკის განვითარება, გამოთვლების მეთოდების სრულყოფა გრძელდება დღემდე.
ნინო ბინიაშვილი
V კლასი |
|