საძიებელი
ჩემი სკოლა
ინფორმატიკა და
ინფორმაციული
ტექნოლოგიები
მეცნიერება
და ტექნიკა
მემატიანე
ლიტერატურული
გვერდი
ჩვენი
შემოქმედება
სამყარო და
მშვენიერება
ეს საინტერესოა
სახალისო
ვინ ვართ ჩვენ
|
|
დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე
სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად დაგვანახა, თუ როგორ იცვლება
ქვეყანაში ღირებულებები, შეხედულებები. ხშირად ჩაგვესმის ყურში სიტყვები:
დემოკრატია, უფლება, კანონი, თანასწორობა, ტოლერანტობა, და ა.შ.
ჩემი აზრით ქვეყანას, რომელმაც გადაწყვიტა ახალი წყობისა და
საზოგადოების მშენებლობა, კარგად უნდა ესმოდეს ამ სიტყვების არსი და ამავე
დროს უფრთხილდებოდეს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის
უმთავრესია ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა.
ახალი
wყობის
ჩამოყალიბებამ დაამკვიდრა საქართველოში ახალი ღირებულებების წარმოჩინება. ეს
ღირებულებები
dakavSirebulia
ადამიანის ცხოვრებასა და ცხოვრების თითორულ საფეროსთან. დიდი ყურაღება ექცევა
დემოკრატიული პრინციპების გაცნობას ადრეულ ასაკში, კერძოდ სკოლებში.
შეტანილია გაკვეთილები, სასწავლო პროცესში რაც ხელს შეუწყობს მომავალში
ქართული დემოკრატიის მშენებლობას. დემოკრატიის განვითარება კი თავისთავად
ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებასა და ინტეგრაციაში, რაც
თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხალხის და ქვეყნისთვის რაზეც
საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობს.
მე-20 საუკუნეს საქარველო დამოუკიდებელი და სხვა ქვეყნების მიერ
აღიარებული შეხვდა. ბოლო წლებში ქვეყნის პოლიტიკურმა ცხოვრებამ მრავალი
ცვლილება განიცადა. მრავალწლიანი
diqtaturis
შემდეგ ქართველმა ხალხმა დაიწყო დემოკრატიის პრინციპებზე აგებული
საზოგადოების შენება. ამან განაპიroba
ის, რომ საქართველო გაერთიანებული ერების ორგნიზაციისა და ევროსაბჭოს წევრი
ქვეყანა გახდა. თუმცა ქართულ დემოკრატიას უფრო ღრმა ფესვები აქვს.
საქართველოში დემოკრატიის დასაწყისად შეიძლება თამარ მეფის (
1178-1213 ) პერიოდში ყუთლუ-არსლანის დასის დაარსება მივიჩნიოთ, რითაც
გაფართოვდა დარბაზის, სამეფო საბჭოს უფლებები და გარკვეულწილად შეიზღუდა
მეფის ხელისუფლება. ქარტეხილებით სავსე საქართველოს ისტორიის მანძილზე
სახელმწიფოებრივი სრულყოფისა და დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გატარების
მცდელობის არაერთი მაგალითი არსებობს. როგორც ვიცით, დემოკრატიის საყრდენი
ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუციაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია
ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი ქართული სამართლის წიგნი, რომელიც
ბაგრატ კურაპალატის კანონებადაა წოდებული.
საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომი საფწხურებიდან
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 1918-1921 წლებში მომხდარი ცვლილებებია.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და
ამით დაიწყო დემოკრატიის ქართული მოდელის ძიება. 1921 წლის 21 თებერვალს
მიღებულ იქნა საქრთველოს პირველი კონსტიტუცია, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი
უკავია არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.
1921 წლის კონსტიტუციაში ჩამოყალიბდა ის იდეები და მისწრაფებები, რომელთა
დამკვიდრებასაც ცდილობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თვალსაჩინო
მოღვაწეები.
`დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, ხორცილდება ხალხის მიერ და
ხალხისათვის.~_ ეს სიტყვები ეკუთვნის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს აბრაამ
ლინკოლნს.
დემოკრატია ბერძნული სიტყვაა (დემოს-ხალხის, კრატოს-მმართველობა).
სიტყვა-სიტყვით დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად
ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა თუკიდიდემ გამოიყენა.
დემოკრატია არის პოლიტიკური წყობილების ფორმა, რომელიც აღიარებს ხალხის
ხელისუფლებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს. ჩვენ ყველა ისეთი გაერთიანების
ან ჯგუფის წევრები ვართ, როგორიცაა: ოჯახები, წრეები, ერი, სახელმწიფო.
მსგავს გაერთანებებში მიღებული გადაწყვეტილებები განსხვავდება ინდივიდუალურად
მიღებული გადაწყვეტილებებისგან.
დემოკრატიის ანბანი
1. ხალხთა სუვერენიტეტი.
2. უმრავლესობის მმართველობა.
3. უმცირესობის უფლებები.
4. ადამიანის ძირითადი უფლებების გარანტია.
5. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
6. კანონის უზენაესობა.
7. კანონის წინაშე თანასწორობა.
8. მთავრობის კონსტიტუციური შეზღუდვები.
9. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური
პლურალიზმი.
10. ტოლერანტობის, პრაგმატიზმის,
თანამშრომლობის და კომპრომისის ღირსებები.
დემოკრატია ემყარება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, აღიარებს და
ითვალისწინებს პიროვნების ინტერესებს. დემოკრატია ორი პრინციპის დაცვას
მოითხოვს: საზოგადოებრივ კონტროლს ერთობლივ გადაწყვეტილებაზე და
თანასწორუფლებიანობას კონტროლის განხორციელებისას. საზოგადოება
დემოკრატიულია, თუ ეს პრინციპები დაცულია გადაწყვეტილების მიღების დროს.
ხელისუფლება დემოკრატიულია, თუ მთავრობა ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ არ ასებობს ისეთი სახელმწიფო, სადაც
დემოკრატიის პრინციპები სრულად ხორციელდება.
დემოკრატია, დემოკრატიული მოწყობა, როგორც ადამიანის უფლება, ჩამოყალიბებულია
ჩვენთვის უკვე ცნობილ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე
მუხლში: 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის
მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა
მეშვეობით. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი
ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. 3. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი
მთავრობის ძალაუფლებისა; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და
გაუყალბებელ არჩევნებში, რომლბიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი
საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარ
მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის
თავისუფლებას. უნდა ღინიშნოს, რომ დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე მმართველობის
ფორმა. დემოკრატია მარტო ის კი არ არის, რაც გვაქვს, არამედ ისიც, რასაც
ვაკთებთ. დემოკრატია არის ცხოვრების წესი.
დემოკრატიის განსაზღვრებები:
დემოკრატია იდეალთან მიახლოების მცდელობაა,
ამიტომ მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფო მოღვაწე - მეფე თუ იმპერტორი,
პრემიერი თუ პრეზიდენტი, გენერალური მდივანი თუ თავმჯდომარე-ხალხის
ინტერესების დამცველად და დემოკრატიის მედროშედ აცხადებდა თავს.
დემოკრატია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ადამიანმა შექმნა, სრულყოფილი არ
არის. არც დემოკრატიული მსოფლიოა ერთგვაროვან. დღეს მსოფლიოში არსებული
200-ზე მეტი სახელმწიფოდან დაახლოებით 80 მიჩნეულია დემოკრატიულად-მაგალითად
როგორიცაა ამერიკა, 60-ნაწილობრივ დემოკრატიულად, ხოლო დანარჩენი
არადემოკრატიულად.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ზოგირთმა ქვეყანამ აღიარა დემკრატიის გზე,
თუმცა ამ გზაზე სიარული ეკალ-ბარდიანი აღმოჩნდა. ზოგი ქვეყანა კი დღესაც ვერ
გამოსულა ყოფილი სსრკ-ს აგონიიდან და ყოველ ღონეს ხმარობს შეინარჩუნოს
სახელმწიფოს მართვის ძველი სტრუქტურა. ამის შესანიშნავი მაგალითია ბელორუსია,
თავისი ცნობვილი მეთაურით-ლუკაშენკოთი, რომელსაც არ აინტერესებს საკუთარი
ხალხის მოსაზრება, არჩევანი და არადემოკრატიული ხერხებით, დიქტატურით ცდილობს
შეინარჩუნოს თანამდებობა. დემოკრატიული გზით სიარულს ასევე არ ჩქარობენ
აფრიკის სახელმწიფოები.
ჩემი აზრით დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჰქონდეს გააზრებული ის
პრინციპები, რომელიც საჭიროა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს
მშენებლობისთვის. ასეთი ადამიანი უნდა იცავდეს სხვა ადამიანის უფლებებს,
ისწრაფოდეს თავისუფლებისკენ, პატივს სცემდეს სამართლიან არჩევნებს,
აღიარებდეს კანონის უზენაესობას, იყოს ტოლერანტული და შეეძლოს კომპრომისზე
წასვლა.
სწორედ ამ ღირებულებების დაცვისა და გათავისების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია არ მყარდება უბრძოლველად. საჭიროა
მოსახლეობა დარწმუნდეს დემოკრატიული მმართველობის აუცილებლობაში და, რაც
მთავარია, თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა
ქვეყნის მომავლის შექმნაში. საქართველოში დემოკრატიულ წინსვლასა და
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას მოწმობს 2003 წლის 23 ნოემბრის
`ვარდების რავოლუცია~. დაიწყო დემოკრატიული აღმავლობის ახალი ეტაპი.
საქართველოში რომ დემკრატიის მშენებლობა ყველა ქვეყანამ აღიარა, ამაში
ამერიკის პრეზიდენტის ბუშის ვიზიტმაც დაგვარწმუნა, რომელმაც საკუთარი თვალით
ნახა, თუ როგორ შეიძლება ერი ჩაერთოს დემოკრატიის მშენებლობაში ისე, რომ
საკუთარი თვითმყოფადობა არ დაკარგოს.
9 კლასის მოსწავლე
ნუცა მაცაბერიძე
|