საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული

   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

 დიდი  ქიმიკოსის ორი  ცხოვრება   

         

                                                                     

  მეცნიერების  განვითარების  ისტორიაში  ცნობილია  ბევრი  დიდი  აღმოჩენა, მაგრამ   არც ისე  ბევრი  რამ შეიძლება შევადაროთ  იმას, რაც  გააკეთა  დ. ი.  მენდელეევმა. მიუხედავად  იმისა, რომ  მისი კანონის  გახსნის  შემდეგ   გავიდა  წლები,  ვერავინ იტყვის, თუ როდის იქნება ბოლომდე  გასაგები მთელი შინაარსი განთქმული  ,,მენდელეევის  ტაბულისა . 

    დიმიტრი  მენდელეევი  დაიბადა   1834 წელს ქალაქ ტობოლსკში, გიმნაზიის დირექტორის, ივან პავლეს ძე მენდელეევისა და მარიამ დიმიტრევნა მინდელეევას ოჯახში. მას ზრდიდა დედა, რადგანაც მომავლი ქიმიკოსის მამა მისი დაბადების შემდეგ მალე დაბრმავდა.

1841 წლის შემოდგომაზე მიტია შევიდა ტობოლსკის გიმნაზიაში. 1849 წლის გაზაფხულე მიტიამ დაამთავრა გიმნაზია და მარი დიმიტრის ასულმა გაყიდა მთელი ქონება, ხოლო შემდეგ ბავშებთან ერთად გაემგზავრა ჯერ მოსკოვს, შემდეგ პეტერბურგში. მას უნდოდა, რომ მის უმცროს შვილს უნივერსიტეტში ესწავლა.

დედამისის შუამდგომლობით 1850 წლის 9 აგვისტოს დიმიტრი ჩარიცხეს სტუდენტად ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე პეტერბურგის მთავარ პედეგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სტუდენტების მიღება ორ წელიწადში ერთხელ ხდებოდა. 1850 წლის შემოდგომაზე მიღება არ იყო.

მენდელევმა დაიწყო ცხოვრება პანსიონში. პედეგოგიური ინსტიტუტის რეჟიმი კაზარმულს უფრო წააგავდა. ქალაქში გასვლაც კი არ შეიძლებოდა ნებართვის გარეშე, ისიც ცოტა ხნით. მენდელეევს მოუწია დასწეოდა თავის კურსელებს დამოუკიდებლად და შეესწავლა ის მასალა, რომელიც მათ წინა წელს გაიარეს. ასეთმა დატვირთვამ მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა.

პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდნენ იმ დროს გამოჩენილი რუსი მეცნიერები. მათემატიკოსი-ოსტროგრადსკი, ფიზიკოსი-ლენცი, ქიმიკოსი-ვოსკრესენსკი და სხვები. ვოსკრესენსკიმ და პროფესორმა მინეროლოგმა კუტორგამ შესთავაზეს მენდელევს გამოემუშავებინა ანალიზის მეთოდი მინერალების ორტიტისა და პიროქსენისა, რომლებიც ფინეთიდნ ჩამოჰქონდათ. თავისი სამუშაოს შედეგები მან წარმოადგინა სტატიაში, ფინური ორტიტის ქიმიური ანალიზი, რომელიც 1854 წელს გამოქვეყნდა ეს იყო მენდელევის პირველი ნაშრომი.

1855 წელს მაისში სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა მენდელევს უფროსი მასწავლებლის წოდება და დააჯილდოვა ოქროს მედლით. ექიმები ურჩევდნენ შეეცვალა პეტერბურგის ნესტიანი, ცივი კლიმატი და სამხრეთში გამგზავრებულიყო.

1859 წელს მენდელევი მივლინებით გააგზავნეს საზღვარგარეთ. ორი წელი მან გერმანიაში გაატარა; სადაც საკუთარი ლაბორატორია ჩამოაყალიბა. იქ მან კარგ შედეგებს მიაღწია, მან დაამტკიცა ხსნარების დუღილის მაქსიმალური ტემპერატურა.

   1861 წლის ბოლოს მენდელევი ჩამოვიდა პეტერბურგში. სასწავლო პროცესი დიდი ხნის დაწყებული იყო და სამუშაოს შოვნა შეუძლებელი იყო. მან გადაწყვიტა ორგანული ქიმიის სახალმძღვანელო გამოეშვა. გამოსულმა წიგნმა და ვაგნერის წიგნის თარგმანმა ქიმიური ტექნოლოგიები მოუტანა მენდელეევს დიდი წარმატება.

1863 წელს დ. ი. მენდელევმა ცოლად შეირთო ლეშჩევა ფეოზვა ნიკიტას ასული და ახლად დაქორწინებულები გაემგზავრნენ ეგვიპტეში საქორწინო მოგზაურობაში. მეცნიერებათა აკადემიამ დააჯილდოვა მენდელეევი დემიდოვის სრული პრემიით სახელმძღვანელოსთვის ორგანული ქიმია. თანხა იყო საკმაოდ დიდი და საკმარისი მგზავრობისათვის.

1864 წელს მენდელევმა მიიღო დანიშვნა პეტერბურგის უნივერსიტეტში საშტატო დოცენტის თანამდებობაზე ორგანულ ქიმიაში.

ზაფხულის თვეებში დიმიტრი ივანეს ძე ხშირად გადიოდა მეუღლესთან და შვილთან ერთად ბობლოვოში.

მეცნიერმა გააკეთა ბარათები. თითოეულ ასეთ ბარათზე მას შეჰქონდა ელემენტის დასახელება, მისი ატომური წონა, უმთავრესი თვისებები. თანდათან კალათა აივსო ბარათებით, რომლებიც შეიცავდა ცნობებს ამ დროისათვის ყველა ნაცნობ ელემენტზე. დიდი ხნის განმავლობაში მაინც არაფერი გამოდიოდა. ამბობენ, რომ პერიოდული სისტემა მეცნიერმა ნახა სიზმარში.

თანდათანობით მენდელევი მიხვდა, რომ ატომური წონის ცვლასთან ერთად იცვლება ელემენტების თვისებებიც. 1869 წელს თებერვალში რამდენიმე დღეში ხელნაწერი, რომელიც შეიცავდა ელემენტების ტაბულას, დასრულდა და გადაიცა დასაბეჭდად.

 მენდელეევი სასწრაფოდ მიემგზავრება მივლინებაში ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში. 6 მარტს მისმა ამხანაგმა, ქიმიის პროფესორმა მაშუკინმა სხდომაზე ამცნო ამ აღმოჩენის შესახებ რუსეთის ქიმიურ საზოგადოებას. გასაკვირია, მაგრამ თავდაპირველად რუსი ქიმიკოსები ვერ მიხვდნენ, თუ რა უდიდეს აღმოჩენაზე იყო ლაპარაკი. მან მიატოვა მუშაობა წიგნზე ქიმიის საძირკვლები და აღარ ატარებდა კვლევებს. ელემენტების განლაგება ტაბულაში აღმოჩნდა არასრულყოფილი. მისი აზრით, ზოგიერთი ატომური წონა არ იყო ზუსტად დადგენილი და ამიტომაც ზოგიერთი ელემენტი არ ხვდებოდა იმ ადგილზე, რომელიც შეესაბამებოდა მის თვისებებს. აიღო რა საფუძვლად პერიოდულობის კანონი მენდელეევმა შეცვალა ამ ელემენტების ატომური წონები და დააყენა ისინი ერთ რიგში ელემენტებთან რომელთაც ქონდათ მსგავსი თვისებები.

         გაუჩნდათ რა სამი შვილი ფეოზვა სულმთლად დაავადდა,ადრე შეერია ჭაღარა და გასუქდა. ის ექვსი წლით იყო უფროსი მნდელეევზე. მან ვერ შეძლო შეეცვალა მენდელეევის ხასიათი. ერთხელაც მან გამოიჩინა  ინტერესი თავისი ბავშვების გუვერნანტკას მიმართ და ხელიც სთხოვა მას, მაგრამ ქალმა გაცლა აჯობა.

ამის შემდეგ დ.ი. მენდელეევს სუმთლად გაუფუჭდა ხასიათი. პეტერბურგში ყვებოდნენ ანეგდოტებს რობელიც სინამდვილეში რეალური ისტორია იყო: მენდელეევი სხვა პროფესორთან ერთად სტუდენტური აღელვების დროს უყვიროდა ქალაქის მმართველს: როგორ ბედავთ რომ მემუქრებით? თქვენ უბრალო ჯარისკაცი ხართ, მეტი არაფერი! თქვენ არ იცით მე ვინ ვარ! რა არის პერიოდული სისტემა? მიპესუხეთ!

სახლშიც ხშირად ბრაზდებოდა და უმიზეზოდ ყვიროდა: ხან ბავშვების ფეხის ბაკუნი აწუხებდა, ხანაც უდროოდ შემოსული მსახური ჩაით.

მენდელეევს ბრწყინვალედ გამოსდიოდა ყველაფერი გარდა სამი რამისა: ოჯახური ცხოვრება, ჭადრაკის თამაში და სახალხო გამოსვლები.

1887 წელს მენდელეევი ავიდა ჰაერში საჰაერო ბუშტით რათა დაკვირვებოდა მზის დაბნელებას. მაგრამ მზის დაბნელებამ ის არ დააინტერესა, გაოცებული იყო იმით რომ  ორი ვერსის სიმაღლეზე ისმოდა ხალხის ხმა, ძროხის ღმუილი თითქოს მიწაზე დადიოდა და არა ღრუბლებში იყო.

გამოითვალეს რომ მენდელეევის შრომების 9% არ ეხება ქიმიას. არ არის გასაკვირი რომ თანამედროვეები დიდი ხნის განმავლობაში არ თვლიდნენ მას სერიოზულ მეცნიერად, არამედ მხოლოდ ნიჭიერ ,,თვითნაბადად.

1877 წელს მენდელეევი გაიცნობს ანა პოპოვას ნახევრად რუსს  ნახევრად შვედ ქალბატონს, რომელიც ჩამოვიდა პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად და დაიწო ცხოვრება დიმიტრი ივანეს ძის სახაზინო ბინაში.

დ. ი. მენდელეევი ებრძვის თავის თავს. მიემგზავრება ჯერ პარიზში, მაგრამ ამაოდ. დაბრუნდა რა პეტერბურგში პირველ რიგში ეპატიჟება ანნას კუინჯისთან,რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს,რომანი ახალი ძალით აგიზგიზდა.მალე ისინი დაქორწინდნენ.

მენდელეევის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ანა ივანოვა იყო ყურადღებიანი ეუღლე. მალე დიმიტრი ივანეს ძის ოჯახმა დაიწყო ზრდა დაიბადა ქალიშვილი ლუბა, ხოლო ე რთი წლის შემდეგ ვაჟი ივანე.

მენდელეევის ინტერესების სფერო მრავალფეროვანი იყო. კლასიკურად ითვლება მისი კვლევები ქიმიურ ხსნარებში. ის აგრეთვე ბევრს მუშაობდა ნავთობის კვლევაში და ახლოს მივიდა მისი რთული შემადგენლობის გახსნამდე.

იმასაც ყვებიან, რომდასვენებისას მენდელეევი ერთობოდა არაჩვეულებრივი ჩემოდნების კეთებით.

1887 წელს რუსეთში დაიწყო საბაჟო ტარიფის განხილვა  დიმიტრი ივანეს ძის მოხსენების წყალობით შესაძლებელი გახდა ახალი საბაჟო ტარიფის ძალაში შეყვანა 1891 წლის ივლისიდან. მისი წიგნი განმარტებითი ტარიფი დიდი ხნით გახდა რუსეთის საბაჟო ტარიფის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ მენდელეევი უკვე აღიარებული მეცნიერი იყო, მისი ურთიერთობა მთავრობასთან რჩებოდა რთული. ყველაფრის მიზეზი კი მისი დამოუკიდებელი ხასიათი იყო, რის გამოც მას ორჯერ უთხრეს უარი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში არჩევაზე, თუმცაღა კი მეცნიერი ამ დროისთვის იყო უამრავი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

1890 წელს მენდელევი დათხოვილი იყო უნივერსიტეტიდან იმდროინდელი განათლების მინისტრის გრაფ დელიანოვის მიერ. იცოდნენ რა მენდელეევის მრავალმხრივი განსწავლულობის შესახებ მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, სახელმწიფო მოღვაწეები არა ერთხელ მიმართავდნენ მას რჩევისა და დახმარებისათვის. 1892 წელს ფინანსთა მინისტრმა ვიტემ შესთავაზა მენდელეევს მეცნიერი მცველის თანამდებობა ზომისა და სასწორის პალატაში. მენდელევი დასთანხმდა. მიუხედავად ასაკისა, მენდელეევმა დაიწყო აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა ამ სფეროში. აქ მეცნიერმა გააკეთა რამდენიმე აღმოჩენა. მან დაადგინა წონის უზუსტესი ეტალონი.

მენდელევი მუშაოვდა ბოლო დღემდე. ის გარდაიცვალა 1907 წლის 20 იანვრის დილას.

მენდელეევის სიკვდილის შემდეგ მისი სახელი ეწოდა რუსეთის ქიმიურ საზოგადოებას და ყოველწლიურად 27 იანვარს მეცნიერის დაბადების დღეს პეტერბურგში იმართება სადღესასწაულო სხდომა, რომელზეც აღმოაჩენენ საუკეთესო ნაშრომებს ქიმიაში.

           

                                             მანანა კობახიძე

                                            IX კლასი

მასალების მოპოვებაში დაგვეხმარა   მარინა   ფარსადანოვა

 

Хостинг от uCoz