საძიებელი
ინფორმატიკა და
მეცნიერება
ეს საინტერესოა
|
ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოცვაში; ყველა ვალდებულია, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს. ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 37
დედამიწას ირგვლივ აკრავს ჰაერის გარსი, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება (ატმოს ბერძნული სიტყვაა და ორთქლს ნიშნავს) ჰაერი დედამიწასთან ერთად ბრუნავს. მისი ზედა საზღვარი, პირობითად, 2000-3000 კმ-ია. სადაც, ჰაერი საკმაოდ გაიშვიათებულია, ქვედა საზღვარი კი დედამიწის ზედაპირია. ჰაერს ადამიანის სიცოცხლისა და არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ატმოსფერო იცავს დედამიწას გადახურებისა და გაციებისაგან. დღისით ჰაერის სქელი ფენა ფანტავს მზის სხივებს, ღამით კი იგივე ფენა იცავს დედამიწას და დილამდე სითბოს უნარჩუნებს. ჰაერი აგრეთვე გვიცავს კოსმოსური სხივებისა და მეტეორიტებისაგან, რომლებიც ჰაერში იწვიან, ჰაერშივე იფანტებიან და დედამიწამდე ვერ აღწევენ. ჰაერი გამჭვირვალე, უფერო, უსუნო აირთა ერთგვაროვანი ნარევია. დადგენილია, რომ სუფთა, მშრალი ჰაერის მოცულობის 99,065 % -ს სამი აირი-აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი შეადგენს, დანარჩენი 0,935% კი კეთილშობილი აირებია, (ოზონი, წყალბადი და სხვა მინერალებია). ჰერში არსებულ აირთა შორის ყველაზე მეტია აზოტი (78%) და ჟანგბადი (20,95%). აზოტი - უსიცოცხლოს ნიშნავს, ასე უწოდა მას ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ლავუაზიემ. ჟანგბადი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვისათვის ხელს უწყობს დედამიწაზე სხვადასხვა ნივთიერებათა და გარდაქმნის პროცესებს. ნახშირორჟანგის შემცველობა ჰაერში მხოლოდ 0,035%-ია. იგი ატმოსფეროში ცხოველებისა და ადამიანების ამოსუნთქვის, აგრეთვე წვისა და ხრწნის პროცესების შედეგად წარმოიქმნება. ჰაერში მუდმივადაა მყარი ნაწილაკებიც-ქანების გამოფიტვის უწვრილესი პროდუქტებია, ვულკანური, კოსმოსური, და სამრეწველო მტვერი. ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანების ხარისხს მის შემადგენლობაში შემავალი აირების რაოდენობით განსაზღვრავენ. ადამიანი უარყოფითად რეაგირებს ატმოსფეროში ჰაერის შედგენილობის ცვლილებაზე. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ხშირად ადამიანის ავადმყოფობის მიზეზია ჩასუნთქული ჰაერი. ადამიანის გარემომცველი ჰაერის შედგენილობა შეიძლება შეიცვალოს, როგორც ბუნებრივი კატასტროფებით, ისე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგადაც. ჰაერის ბუნებრივი გამჭუჭყიანებლებიდან აღსანშნავია ვულკანის ამოფრქვევისას ამოტყორცნილი ფერფლი,, დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფეროში მოხვედრილი მტერი, ტყის ხანძარი და სხვა (სურ.1) ანთროპშოლოგიური ფაქტორებიდან კი დიდი წვლილი მიუძღვით თბოელექტროსადგურებს, სამრეწველო საწარმოებს და ტრანსპორტს (სურ.2) ატმოსფეროს დაცვა დიდ ყურადღებას მოითხოვს. მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდის გამო. ნახშირორჟანგი მზის სითბოს დედამიწის ზედაპირამდე ატარებს, ამასთან, ხელს არ უშლის მის უკან კოსმოსურ სივრცეში დაბრუნებას. ამიტომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდას შეიძლება ჰაერის ტემპერატურის მომატება მოჰყვეს, რაც, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის. გასული საუკუნის ბოლოს ატმოსფეროს ჰაერის გაჭუჭყიანებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მსოფლიოს ხალხთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. გაისმა მოწოდება-დავიცვათ ატმოსფეროს ჰაერი გაჭუჭყიანებისაგან! ტოკიოს ქუჩებში უკვე დგას ავტომატები, სადაც გარკვეული თანხის საფასურად ადამიანებს შეუძლიათ ჩაისუნთქონ მცირეოდენი სუფთა ჰაერი და განაგრძონ გზა. დღეს უკვე ნიუორკის რადიო და ტელევიზია საგანგებოდ აფრთხილებს გულით ავადმყოფებს, არ გამოვიდნენ ქუჩაში იმ დროს, როცა ჰუძონის ყურედან მონაბერი ქარი ქალაქის თავზე შემოუბერავს ქარხნის ღუმელებიდან გამონაბოლქვ მომწამლავ აირებს. იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ პავეაში, დროდადრო აკრავენ განცხადებებს და მოქალაქეებს აფრთხილებენ:ჩვენთან, ჰაერის განსაკუთრებული გაჭუჭყიანების გამო სუნთქვა აკრძალულია. ატმოსფეროს ჰაერის დაცვისა და გარემოს გაჯანსაღების საქმეში მნიშვნელოვანი წარმატებებია მოპოვებული ჩვენს ქვეყანაშიც. მაგალითად, თბილისში ქალაქგარეთ იქნა გატანილი რამდენიმე ისეთი საწარმო, რომელიც აჭუჭყიანებდა გარემოს, ბევრგან დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, შეიცვალა ღუმელები და დანადგარები, დამონტაჟდა გამწმენდი მოწყობილობები და სხვა. მე მინდა, რომ ჩემი ქალაქის ჰაერი სუფთა და ჯანსაღი იყოს. რათა პრობლემები არ შეექმნას ჩემი და ჩემი ახლობლების ჯანმრთელობას. ჰაერის დაცვა თითოეუთი ჩვენგანის ვალია. მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ სამრეწველო საწარმოები აღიჭურვნონ გამწმენდი და გამფლიტრავი საშუალებებით, ხელოვნურად გაშენდეს ტყეები, ბაღები და სკვერები. ატმოსფეროს დასაცავად უნდა მოვუწოდოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რადგან დაბინძურებული ჰაერი ქარებს შორს გადააქვთ. ყველამ უნდა ვეცადოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვის საქმეში! სუფთა ჰაერი ჩვენი მოვალეობაა.
სოფიკი ბეგაშვილი VII კლასი |
|