საძიებელი
ინფორმატიკა და
ეს საინტერესოა
|
პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. ცნობილია, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და, ძირითადად, მოძრაობით უხდებოდათ ერთმანეთთან საუბარი: ნადირობიდან დაბრუნებულები დოლის და საყვირის თანხლებით გაითამაშებდნენ ვეფხვთან შებრძოლების სურათებს, ირმის სიკვდილის სცენას...
პანტომიმა
უძველესი, ანტიკური ხანის ხელოვნებაა, მაგრამ თავისებური ფორმით ყოველთვის
თანადროული. უძველეს საბერძნეთსა და რომში პანტომიმა მიჩნეული იყო ისეთ
ხელოვნებად, რომლის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს დასცინოდნენ.
დღესდღეობით ეს მოთხოვნები აღარ აკმაყოფილებს პანტომიმას, ის გასცდა
ბულვარულ სცენებს და სამუდამოდ დამკვიდრდა პროფესიულ სცენაზე. პანტომიმა ძველი ხელოვნება როდია, იგი თანამედროვეცაა და უფრო დიდი მომავალი ჰაქვს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.
პანტომიმა მიჩნეულია თეატრალური ხელოვნების განვითარების
საწყისად. იგი ერთ-ერთი უძველესი სანახაობის ფორმაა, საიდანაც მომდევნო
საუკუნებში დრამა და კომედია განვითარდა. ამაზე მეტყველებს მრავალი ეთნოგრაფიული
მასალა, მოგზაურთა გადმოცემა, მასალები მსოფლიოს ხალხთა თეატრალური
დღესასწაულებიდან და თეატრის ისტორიებიდან. საზოგადოებრივი წყობილების
ადრეულ ხანაში, ძველი მონაცემების თანახმად, ჟესტის და მიმიკის საშუალებით
ადამიანები გარდაისახებოდნენ მხეცებად, ზღაპრულ გმირებად, ღმერთებად და
ა.შ. პანტომიმის ტექნიკა მსახიობისგან მოითხოვს ძალზე დიდ, დაძაბულ შრომას, მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურ ვარჯიშს, აბაზანას, სხეულის ყველა ნაწილის მასაჟს. ამასთან, გამომსახველი უნდა იყოს მისი სახის ყოველი ნაკვთი. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხელოვნება წლების განმავლობაში მოითხოვს სისტემატურ მუშაობას. ყველა მსახიობს უნდა ახსოვდეს, რომ პანტომიმა მაშინ ცოცხლობს და ვითარდება, როდესაც ის იკვებება ხალხური ხელოვნების ტრადიციებით. საბერძნეთი ითვლება ევროპის პანტომიმის სამშობლოდ. ასე რომ ხელოვნების სხვა დარგების გარდა, საბერძნეთში პანტომიმამაც გარკვეულ განვითარებას მიაღწია. ქართული თეატრალური კულტურის საწყისებიც უძველეს დროში უნდა ვეძებოთ. ძველ ქართულ სანახაობათა შესახებ დამწერლობის უძველეს ძეგლებსა და ანტიკური დროის მწერალთა ნაწერებში თუმცა მცირე, მაგრამ მაინც საყურადღებო ცნობებია შემონახული. ამას ემატება არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული უმდიდრესი მასალა. საქართველოში, ძვ.წა.ღ. IV საუკუნეში, განვითარებული იყო წყობის, სრულიად ორიგინალური საფერხულო, საცეკვაო და სასიმღერო სანახაობანი; ამას ადასტურებს ბერძენთა სახელგანთქმული ისტორიკოსი ქსენოფონტე. ძველ ქართულ სანახაობათა დასაბამს წარმოადგენდა ერთი პირი ფერხული, რომელსაც ხალხურ ენაში თავისი მოძახილი ანუ მოლექსე ჰყავდა. შემონახულია ძველი ქართული მიმიკური მოქმედების აღმნიშვნელი ტერმინები. კახეთში მიმიკურ ქმედებას ჩრდილების კეთებას უწოდებდნენ, ხოლო მიმიკური თამაშის შემსრულებლებს - მიმოსს -ბრეციას. ბრეცია პანტომიმის ხელოვნების ასახვის საფუძველია. იგი შემდეგში საერთო სანახაობებში აირია და ამიტომაც ცალკე ჩამოყალიბებული სახე ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საქვეყნოდ ცნობილი პანტომიმის მსახიობები არა გვყოლია, ქართული თეატრის ისტორიაში პანტომიმაზე მაინც ბევრი საყურადღებო მასალა გვხვდება, განსაკუთრებით სახალხო დღესასწაულებში. მათგან ყველაზე საინტერესო ბერიკაობა და ყეენობაა. ბერიკებს თან დაყჰვებოდნენ მიმიკოსები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ მოცეკვავენი, ჟონგლიორები, აკრობატები და პანტომიმისტები. ეს უკანასკნელი უსიტყვოდ თამაშობდნენ სახუმარო სცენებს. თეატრალური სანახაობა ბერიკაობა ყველიერის დროს იმართებოდა. ხანდახან კი მთელი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ბერიკები მოიკაზმებოდნენ და დაიწყებდნენ სიარულს ოჯახებში. სახალხო დღესასწაულები XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის მთავრობამ აკრძალა. საქართველოში მრავალი თეატრალური დასი შეიქმნა, მაგრამ პანტომიმით მხოლოდ XX საუკუნეში დაინტერესდნენ. პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც პანტომიმის დადგმა დიწყო, იყო კ. მარჯანიშვილი. იგი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა და ეუფლებოდა პანტომიმას, პანტომიმური სპექტაკლისათვის შექმნა სამი ლიბრეტო და განახორციელა პანტომიმური სპექტაკლების დადგმა, რომლებმაც იმდროინდელ პრესაში ფართო გამოსახულება ჰპოვეს. პირველი პანტომიმა, რომელიც კ.მარჯანიშვილმა რუსეთში 1912 წელს დადგა იყო ა. ვოზნესენკის ცრემლები. მუსიკა ეკუთვნოდა ილია ალექსანდრეს ძე საცს. ვოზენესენსკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ეს სპექტაკლი მიდიოდა უსიტყვოდ და იგი ქალაქ კიევში გარნიზონის ჯარისკაცებს უჩვენეს. ამით კ. მარჯანიშვილს უნდოდა შეემოწმებინა, თუ როგორ გაიგებდა გამოუცდელი მაყურებელი ისეთ თავისებურ სპექტაკლს, როგორც ცრემლები იყო. ცდამ წარმატებით ჩაიარა და შემდეგში კ. მარჯანიშვილს 1913 წელს თავისუფალი თეატრის რეპერტუარში უკვე შეაქვს პანტომიმა პიერეტას მოსასხამი (მუსიკა დონანისა). კ.მარჯანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დადგმაზე მუშაობდა ა. თაიროვი. საქართველოში დარუნების შემდეგ მარჯანიშვილმა დადგა ორი ქართული პანტომიმა ,,მზეთამზე" (რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1926 წელს) და ხანძარი (ქუთაისში). 1930 წელს სპექტაკლ მზეთამზეში მარჯანიშვილმა დაამუშავა ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია მეფის ასულის ,,მზეთამზის თავგადასავალი. როგორც მარჯანიშვილი განსაზღვრავს, პანტომიმაში დაგენილი მოძრაობები არ არსებობს. ისინი მსახიობის შინაგანი მოქმედების მიხედვით ყოველ წუთს იცვლებიან.
ასეთივე დიდ როლს ანიჭებდა პლასტიკას მეორე დიდი რეჟისორი
ს. ახმეტელი.
ამირან შალიკაშვილი დღესაც ხელმძღვანელობს თეატრს, დგამს
ახალ სპექტაკლებს და რაც მთავარია, ზრდის პანტომიმის მსახიობთა ახალ
თაობას. თამაზაშვილი თეონა
XI2 კლასი |
|