საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული

   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

გაკვეთილი მცხეთაში

 

3 აპრილს  თბილისის N43 საჯარო სკოლაში, XI2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში. ინფორმატიკის ლაბორატორიაში ადრეც ჩაგვტარებია გაკვეთილები, მაგრამ ეს გაკვეთილი გამორჩეული იყო იმით, რომ მოხდა რამდენიმე საგნის (ქართულის, იფორმატიკის, ისტორიის) ინტეგრირება და გაკვეთილი წარიმართა ორ ეტაპად პირველი ჩატარდა ინფორმატიკის ლაბორატორიაში, კომპიუტერებისა და პროექტორის აქტიური გამოყენებით, ხოლო მეორე მცხეთაში.

გაკვეთილის თემა იყო ,,ისტორია დიდოსტატის პრიზმაში. აღსანიშნავია, რომ  ჩვენი კლასი იმ პერიოდში გადიოდა ,,დიდოსტატის მარჯვენას და ამიტომ მცხეთის დათვალიერება და საერთოდ, ეს გაკვეთილი, დიდი ემოციური მუხტის მომცემი იყო ჩვენთვის. 

გაკვეთილის ავტორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ნასყიდაშვილი, რომელმაც გაკვეთილი წარმართა მის მიერ მომზადებული slade show-ს საშუალებით. გაკვეთილში, შიგადაშიგ ერთვებოდა ისტორიის მასწავლებელი -  ჯუმბერ კვანტალიანი.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეება კომპიუტერში შექმნეს სპეციალური საქაღალდეები, სადაც დააფიქსირეს თავიანთი სურვილები და გაკვეთილთან დაკავშირებული მოლოდინები. აღსანიშნავია, რომ ყველა მოუთმენლად ელოდა გაკვეთილის მეორე ეტაპის დაწყებას ანუ მცხეთაში წასვლას, მაგრამ პირველი ნაწილი საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული თვალსაზრისით დატვირთული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილი იმდენად საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენი იყო, რომ  ბავშვების მოლოდინსაც გადააჭარბა (slade show-ს გარდა, მასწავლებელმა გამოიყენა ლაზერული დისკი ,,სვეტიცხოველი).

გაკვეთილის მეორე ნაწილი არანაკლებ საინტერესო და უფრო მეტად სახალისო გამოდგა, ვინაიდან საკუთარი თვალით ვიხილეთ გაკვეთილზე მოსმენილი და ნანახი, რამაც ჩვენში კვლევისა და აღმოჩენის შეგრძნება გაამძაფრა.  გაკვეთილის ამ ნაწილში უკვე პრეროგატივა მიენიჭა ისტორიის მასწავლებელს, რომელმაც თითოეული ისტორიული ძეგლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ახალი ინფორმაციით შეავსო ჩვენი ცოდნა. 

ამრიგად, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა. სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დიდ სურვილს გამოთქვამდნენ, რომ ხშირად ჩატარებულიყო მსგავსი გაკვეთილები.

 

თამაზაშვილი თეონა

XI2  კლასი


 

Хостинг от uCoz