საძიებელი
ინფორმატიკა და
ეს საინტერესოა
|
სახელმწიფო საზოგადოების განვითარების პროდუქტია.იგი საზოგადოების განვითარების მხოლოდ გარკვეულ საფეხურზე ჩნდება.საზოგადოება შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს გარეშე. სახელმწიფოს არსებობა კი საზოგადოების გარეშე წარმოუდგენელია. სამოქალაქო საზოგადოებაში,როგორც საზოგადოებრივ წყობილებაში, ადამიანისათვის გარანტირებულია ეკონომიკური და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება,განმტკიცებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. სამოქალაქო საზოგადოებაში შედის ხალხის ის ფენა, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში სხვადასხვა ტიპის საზოგადოება არსებობს: მოქალაქეები, გლეხები, დიასახლისები, სტუდენტობა, სახელმწიფო მოხელეები, ყველა ეს ადამიანი შეადგენს სახელმწიფოს და ყველა ზემოთ აღნიშნული მოქალაქე თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე.საზოგადოება აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო გადაწყვეტილებებში, მონაწილეობას იღებს რეალურ არჩევნებში. საქართველოში არსებობს თვითმმართველობის ინსტიტუტები, რომლებიც მეტნაკლებად კარგათაა განვითარებული. გამოხატვის ფორმები პოსტსაბჭოურ წყობასთან შედარებით უფრო მკვეთრადაა გამოსახული, რაც გამოიხატება საპროტესტო აქციებითა და მიტინგებით.ასევე მასმედია, ტელევიზია და პრესა თავისუფლად აშუქებს ქვეყნის დადებით და უარყოფით მხარეს. სამოქალაქო საზოგადოებას ხშირად მესამე საქტორსაც უწოდებენ. ეს ტერმინი ახალია და ასეთი საზოგადოება ადრე არ არსებობდა.ყველა ადამიანი და მოქალაქე უფლებამოსილია დაემორჩილოს კანონს.ამის მაგალითები მრავლად არსებობს საქართველოში. ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, თავისი თანანმდებობა ბოროტად გამოიყენა და გამოსძალა გარკვეული რაოდენობის თანხა. იგი მხილებულ იქნა ამ დანაშაულში და მკაცრად დაისაჯა, რაც იმის ნატელი მაგალითია, რომ ხშირ შემტხვევაში კანონი კანონობს. საქართველოში საკუთრება მკაცრად არის დაცული ასევე ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის,რელიგიის(რწმენის),კულტურის მიმართ არსებობს შემწყნარებლური დამოკიდებულება. ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია ირწმუნოს ესა თუ ის აღმსარებლობა,რაც ნიშნავს თავისუფალ დამოკიდებულებას რწმენისა და რელიგიის მიმართ. საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტიებია,რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრების ფერხულში, იცავენ მათ უფლებებს,მაგრამ აქაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა,რაც გამოიხატება სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის გატარების დროს. არსებობს ძირითადი პირობები იმისათვის,რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს. ასეთი პირობებია: ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომელთა მიზანსაც საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარება წარმოადგენს; ღონისძიებების საზოგადოებრივი სულისკვეთება, რომელიც კლასიკურ სამოქალაქო ღირსებას,საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მიღებას მიეკუთვნება; ნებაყოფლობითი სამოქალაქო მოვალეობები,რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობა არ ამოიწურება ამომრჩევლობით ხმის მიცემით; დიალოგისა და კომუნიკაციის კულტურა.თითოეული ადამიანი საჭიროებს საბაზისო კომუნიკაციის უნარის შეძენას,რათა შესაძლებლობა Hჰქონდეს დიალოგის დროს ნათლად და სწრაფად გამოთქვას საკუთარი აზრი.
1. ორგანიზაციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებას,რაც ნაწილობრივ ხდება საქართველოში. 2. საზოგადოებრივი სულისკვეთება კარგად არის გამოხატული პატრიოტული ბანაკების შექმნასა და რეზერვისტების მომზადებაში. 3. ნებაყოფლობითი სამოქალქო მოვალეობები აისახება სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობით ან არმონაწილეობით,მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოქალაქემ და აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული მის სწორად წარმართვაში, რათა აჩევნები იყოს რეალური და სამართლიანი. 4. დიალოგის და კომუნიკაციის კულტურაში ჩაბმული უნდა იყოს თითოეული ადამიანი, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს დიალოგის დროს ნათლად და სწრაფად გამოთქვას საკუთარი აზრი. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საზოგადოების განვითარების Dდღევანდელი დონის, ადამიანის მოთხოვნებისა და მათი დაკმაყოფილების თანაფარდობის პირობებში სახელმწიფოსა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით.საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში დიდი ხნის წინ, ხოლო ჩვენთან 90-იან წლებში დაიწყო განვითარება არასამთავრობო, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა. არასამთავრო ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოების საკეთილდღეოდ გარკვეული სახის სოციალური გარდაქმნების ხელის შეწყობა. ზოგადად,ამ ტიპის ორგანიზაციების მიზანია: სოციალური სამართლიანობის დაცვა; ადამიანის უფლებათა დაცვა; სიღატაკის მიზეზების აღმოფხვრა.
თავისუფალი სექტორი
საზოგადოებრივი პოლიტიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული თავისუფალი სექტორის განვითარებასთან,ხოლო საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი პოლიტიკის განვითარება. ეს აღინიშნება თავისუფალ მედიასთან მიმართებაში, თავისუფალი აზრის გამოთქმაში,დემოკრატიაში,თავისუფალი სახელმწიფოს ხელისუფლებაში,ადამიანთა უფლებების თავისუფლებაში, სახალხო სუვერენიტეტის პრაქტიკულ განხორციელებაში. სამოქალაქო საზოგადოებას კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები სჭირდება.
არის თუ არა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და რა როლს ასრულებს ჩვენი საზოგადოება ქვეყნის აღმშენებლობაში? FGHFHF დღესდღეობით საქართველოსი სამოქალაქო საზოგადოება Hჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს,რისი აშენებაც შეუძლებელია ასეთი საზოგადოების გარეშე. ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩაბმულნი საზოგადოებრივ და პოლიტიკიურ ცხოვრებაში.მათ გააჩნიათ საკუთარი აზრი და შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენაზე და ეძლევათ საშუალება გამოხატონ თავიანთი აზრი. რეალურად,არც თუ ისე დიდი ხნის წინ,ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო.ამის დამადასტურებელი მაგალითებია,თუნდც ის მართლსაწინააღმდეგო ქმედები რომლებსაც ადგილი ჰქონდათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქალაქში: 1. შრომის კოდექსთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი დებატები,- მასწავლებლების მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტის წინ. 2.სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის საქმე.რომ არა საზოგადოების აქტიურობა და ამ მოვლენის შეფასება, ალბათ დამნაშავეები დღესაც დაუსჯელები იქნებოდნდნ და სამწუხაროდ, კიდევ ბევრია ასეთი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს სინამდვილეში.ამიტომაც, სამოქალაქო საზოგადოების როლი დღითიდღე იზრდება და მნიშვნელოვანი ხდება.
9 კლასის მოსწავლე მარიამ მერკვილაძე
|
|