![]() |
||
საძიებელი
|
საქართველოში მივიწყებული და მსოფლიოში გაბრწყინებული ფორმულები (ინტერვიუ შოთა ვაშაკიძესთან)
- გვიამბეთ, როგორ გაიცნო მსოფლიომ ვიქტორ კუპრაძის ფორმულები?
- მანამდე კუპრაძის
ფორმულებს შევეხებით, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი რა ტენდენციებია დღევანდელ
ეკონომიკაში და რატომ გახდა გახდა მეცნიერება ამდენად მნიშვნელოვანი - რა არის ამის მიზეზი? - წინდაუხედაობა და ხედვის არ ქონა. - უშუალოდ კუპრაძის ფორმულებზე რას იტყვით? - დღეს მანქანათმშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მანქანა იმართება ელექტრონული ქსელების საშუალებით. მანქანას აქვს თავისი ნერვული სისტემა, რომელიც მართავს ყველაფერს, ეს არის მანქანის ტვინი, რომლის სწორად მუშაობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აღმოჩნდა, რომ აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. მავთულები, რადგან ერთმანეთთან ძალიან ახლოს გადიან ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენენ და იწვევენ სიგნალების დამახინჯებას, შესაბამისად მანქანა არ მუშაობს სწორად და სახიფათო ხდება. ამ დეფექტების გასასწორებლად მილიარდობით დოლარი იხარჯება. ამ დეფექტების დიდი ნაწილი მოდის ამ ელექტრონიკის არასწორად მუშაობაზე. საქართველოში იყო ცნობილი მეცნიერი ვიქტორ კუპრაძე, რომელმაც 60-იან წლებში დაწერა დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის მეთოდი. ეს მეთოდი მიესადაგა მაქსველის განტოლებებს, რომელიც ასახავს ელექტრონულ გამოსხივებებს და აქ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ახდენს ამ დიფერენციალური განტოლებების ამოხსნას კუპრაძის მეთოდით და მერე კომპიუტერზე სიმულაციას თუ როგორ მოქმედებენ მავთულები ერთმანეთზე. პრაქტიკულად მანქანების ნერვული სისტემის დაპროექტირება შეიძლება კუპრაძის მეთოდების გამოყენებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაგიკვირდებათ და Honda-მ და Toyota-მ დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი მეცნიერების მიმართ, რომლებიც ქმნიან კომპიუტერულ პროგრამებს და ამ სიმულაციას აკეთებენ. Motorola-მ გამოუშვა გადამცემები, რომელთა ანტენა დაპროექტირებულია ქართველი მეცნიერების მიერ. ცნობილია, რომ ამერიკის ეკონომიკა ვითარდება წინასწარმეტყველური მეთოდებით, რასაც nadaraia-watsoni-ს არაპარამეტრული მეთოდიკა ჰქვია. - დღევანდელ განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ? - დღევანდელ განათლების სისტემას დიდი მიხედვა ჭირდება. ფაქტიურად, ყველას უნდა წავიდეს ბიზნესსა და იურისპუდენციაში. დაახლოებით ექვსი-შვიდი ათასი სტუდენტი სწავლობს მაგ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ხდება საქართველოს შრომითი ბაზრის არაპროპორციული, მახინჯი განვითარება, რაც იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ფეხს ვართ აყოლილები და ყველაფერს მოდის გულისთვის ვაკეთებთ, ვიდრე ჩვენი ნიჭიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ დაიბლოკა ამერიკიდან წამოღებული პროექტების განხორციელების საშუალებები. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების 80% აქედან გადის და ინდოეთში აკეთებინებენ და მერე შემოდის აქ. შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს?! -რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ აქ არ არიან კვალიფიციური სპეციალისტები. განათლების სამინისტროს ფუნქცია არის ზუსტად ის, რომ დაარეგულიროს შრომითი ბაზრის ჰარმონიული განვითარება. ამის მაგივრად სულ სხვა კურსია აღებული: - როგორც ბავშვები მოითხოვენ ისე უნდა განვითარდეს შრომის ბაზარი! ეს არასწორია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ წარიმართოს პროცესები. ის რაც ეხლა ხდება გამოსასწორებელია და რაც შეიძლება სწრაფად. ამის მაგივრად ხდება მისი სახელმწიფო პოლიტიკაში აყვანა, რაც საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. -თქვენ მოღვაწეობთ ამერიკაში და იცნობთ იქაურ განათლების სისტემას. თუ შეიძლება გვითხარით, რა კრიტერიუმებით ხდება ბავშვების მიღება უმაღლესს სასწავლებლებში. თავის მხრივ, საქართველოში ინერგება ამერიკული სწავლების სისტემა და თქვენ თუ მოგწონთ ეს? -ეგ არის არასწორი აზრი, რომ მიღება ან სწავლება საქართველოში ხდება ამერიკული მეთოდით. ამერიკაში ბავშვების ჩარიცხვა ხდება რამდენიმე კრიტერიუმით. 1.სკოლის ნიშნები. 2.ტრანსკრიპტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 3.ობიექტურად დაწერილი რეკომენდაციები. იქ არის საერთო გამოცდები და აპლიკაციის ფორმა. ამის გარდა შერჩევის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სწავლების პირველი და მეორე წელი. პრაქტიკულად, პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტების 20-25% ირიცხება უნივერსიტეტებიდან. იმიტომ, რომ იციან, რომ მეტი ხალხი უნდა აიყვანონ და შემდეგ უნდა გაცხრილონ. უნივერსიტეტებში შერჩევა ხდება სწავლების პროცესში. ეს მექანიზმები საქართველოში არ მოქმედებენ. ამერიკაში დიფერენცირებული სწავლებაა. იქ სტუდენტები თვითონ ირჩევენ სასწავლო საგნებს. იქ სკოლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთან კი გაწყვეტილია კავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. ის რომ ხდება აპელირება, რომ ეს ამერიკული სისტემაა მარტო ერთი პარამეტრით - ჩვენ გადმოვიტანეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, არასწორია. ამერიკაში მისი ფუნქცია სულ სხვაა და აქ სულ სხვა ფუნქცია მიიღო. აქ კორუფციასთან ბრძოლის ფუნქცია მიანიჭეს. ასეთი ფუნქცია ამერიკაში არ არის. ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია და სხვათაშორის შეკითხვა, რომელიც თქვენ დამისვით ეს არის საზოგადოებაში მცდარი აზრი, რომ ამერიკული სისტემა გადმოდის. თქვენ ხელმძღვანელობთ ჟურნალ კვალს, რა ფუნქცია აქვს მას? - მისი ფუნქცია არის ამერიკაში მყოფი ინტელექტუალური რესურსების გაერთიანება და მათი მოღვაწეობის წარმართვა საქართველოსთან მიმართებაში. ამ მხრივ, ამერიკას საკმაოდ გამოკვეთილი ფუნქცია აქვს დიასპორებში. პრაქტიკულად ქართველი ხალხის უმეტესობა, რომელიც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა, ადრე თუ გვიან, ევროპიდან ამერიკაში გადადიან. დაახლოებით ქართველი დიასპორის ინტელექტუალური პოტენციალის ოთხმოცი პროცენტი ამერიკაშია, ამიტომ ჩვენ რეალურად დასახული გვაქვს ამოცანა, თუ როგორ შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს სასიკეთოდ, ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. ეხლა თბილისში ვარ ჩამოსული იმისთვის, რომ განვახორციელოთ რამდენიმე წმიდა სამეცნიერო პროექტი. - გიწყობენ თუ არა საქართველოში ხელს, რომ ეს პროექტები განახორციელოთ?
- იცით რაშია საქმე?
ჩვენ ცოტა სხვანაირი მიდგომა გვაქვს საქმისადმი. ამერიკელებს პურიტანული
მიდგომა აქვთ საქმისადმი. ეს ნიშნავს, იმას რომ შენი გასაკეთებელი საქმე
შენ უნდა გააკეთო. ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, გვჭირდება, ოღონდ წმინდა
ადმინისტრაციულ დონეზე. მაგრამ რეალურად საქმის გაკეთებას პროფესიონალი
ხალხი ჭირდება, ვიდრე ადმინისტრატორები. აი, საქართველოში, სამწუხაროდ, ეგ
გვაშფოთებს, რომ ხალხს გონია, მაინცდამაინც ყველაფერი სამინისტროებში უნდა
კეთდებოდეს, რაც ამერიკული აზროვნების აბსოლუტური წინააღმდეგია, იმიტომ,
რომ იქ ყველაფერს ხალხი აკეთებს და უბრა
-რას ურჩევთ და უსურვებთ ჩვენს თაობას? -ისწავლეთ, რადგან ცოდნა უკეთესი ცხოვრების გარანტიაა და ცოდნით ყველაფერი მიიღწევა და რაც შეიძლება მეტი იკითხეთ. პირველ რიგში გისურვებთ, რომ საქართველოში ისეთი სწავლების დონე იყოს, რომ ახალგაზრდობას აღარ გაუჩნდეს სურვილი საზღვარგარეთ ისწავლოს და რა თქმა უნდა, წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი... თეონა თამაზაშვილი XI2 კლასის მოსწავლე
|
|